Home
Category
TV Live Menu

"ავტომობილებისთვის ტექდათვლიერების ჩატარების უფლება ამ ეტაპზე 24 კომპანიას აქვს"

58ff3f393378b
სალომე მეცხვარიშვილი
29.04.17 12:00
949
ავტომობილებისთვის ტექდათვლიერების ჩატარების უფლება ამ ეტაპზე 24 კომპანიას აქვს,- ამის შესახებ „საქმის კურსს“ აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა გოგოლიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანიების ამ რაოდენობას ამ ეტაპზე შეუძლია 300 ათასამდე მანქანა შეამოწმოს.

"ჯერჯერობით დარეგისტირებული კომპანიების რიცხვი არის 24. მათ შეუძლიათ შეამოწმონ დაახლოებით 280-300 ათას ავტომობილამდე. რეალურად დღეს მხოლოდ 120 ათასამდე მანქანას უდგას შემოწმების საჭიროება, თუმცა, რეალურად გასატესტად მისული ავტომანქანების რაოდენობა ამ ეტაპისთვის არის 35 ათასამდე",- აცხადებს პაატა გოგოლიძე და აღნიშნავს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონი ამ ეტაპზე ითვალისიწნებს ტექდათვალიერებას ავტობუსებისა და სატვირთებისთვის.

მისი ინფორმაციით, კომპანიები დარეგისტრირებულები არიან როგორც თბილისში, ასევე რუსთავში, საგარეჯოში, გურჯაანში, გორში, თელავში, საჩხერეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ახალციხეში.

შეგახსენებთ, რომ სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება. მანამდე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს:

- საქართველოს თითოეული რეგიონის შესწავლა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. ყველა რეგიონს მოემსახურება ცენტრების საკმარისი რაოდენობა, რათა ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

-  ჩამოყალიბდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა–ნაგებობების, აღჭურვილობის და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები;

 - დაინერგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ერთიანი ცენტრალიზებული მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციული გარიგებების ალბათობას;

- შემუშავდება რეკომენდაციები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისა და აირბალონით აღჭურვილი ავტომანქანების კონტროლის სისტემების ინტეგრაციის შესახებ.

Subscribe to our news

Get the main news of the day