Home
Category
TV Live Menu

ავტომობილიდან ნაგვის გადაყრაზე და სასარგებლო წიაღისეულის ულიცენზიოდ მოპოვებაზე სანქცია მკაცრდება

5926903c5c548
BM.GE
25.05.17 12:02
686
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

მთავრობის ადმინისტაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ (ულიცენზიოდ) მოპოვებისთვის, ნადირობის წესების დარღვევისათვის.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს მიეცემათ უფლებამოსილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, ადგილზევე მოახდინონ დაჯარიმება.

"ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ასევე მკაცრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაშიც და მოხდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება. ვფიქრობთ, ეს ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია გავხდეთ მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანა და ვართ კიდეც. ყოვლად მიუღებელია გარემოს დაბინძურების ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს. განსაკუთრებით მძიმე სურათია ავტომაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიებზე. მე უკვე გავეცი დავალება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, გამგებლებმა მიხედონ თავიანთ რაიონებში მაგისტრალის გარშემო დაბინძურების საკითხებს. ეს კანონი კი დაგვეხმარება, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღოთ",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day