Home
Category
TV Live Menu

"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, შესაძლოა, საქართველოში საწარმო გახსნას

587f659cd754f
BM.GE
18.01.17 16:49
1168
სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, შესაძლოა, საქართველოში საწარმო გახსნას. ამასთან დაკავშირებით, ცნობილ ქართველ დიზაინერსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას შორის საუბარი უკვე შედგა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, დიზაინერს საწარმოს გახსნა სურს, რომელიც პლასტმასის წარმოებით იქნება დაკავებული.სამომავლოდ საწარმოში ზვიად ციკოლია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასაც აპირებს.

„გიორგი გახარია ცნობილ დიზაინერს პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში წარმოების დაწყებაზე ესაუბრა. საწარმოს შექმნიდან პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "მეწარმეობის განვითარების სააგენტო" განახორციელებს",- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

2 დღის წინ დიზაინერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2,5 მილიონ ლარად საქართველოში წარმოების დაწყებას შეძლებდა.

"5 მილიონს ვიხდით "აეროსმიტში". 2.5 მომეცით და წარმოებას გავაკეთებ და დავასაქმებ ხალხს. ექსპორტზე გავიტან პროდუქციას და ჩინურ-თურქულ პროდუქციას ნელნელა ადგილობრივით ჩავანაცვლებ“,- წერდა ციკოლია.

ზვიად ციკოლია პირველი ქართული ჯავშანმანქანის "დიდგორის" დიზაინერია, იგი ასევე უშვებს საკუთარი დიზაინის საათებს. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია: Carstyling, Auto&Design, Auto Bild, Auto review, Super cars, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design და სხვა ჟურნალებში.

Subscribe to our news

Get the main news of the day