2017 წლის აპრილის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ ინდუსტრიული მიმართულებით მხარდაჭერილია 168 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 383.03 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 7,198 ადამიანი.
"მეწარმეობის განვითარების სააგენტო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური და არაფინანსური მექანიზმების საშუალებით წარმოების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, რაც თავის მხრივ, საბანკო სესხსა და ლიზინგის ობიექტზე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებასა და სესხის 50%-მდე გირაოში თანადგომას გულისხმობს, როგორც ახალი, ასევე არსებული საწარმოებისთვის", - განმარტავენ უწყებაში.