ახალ აღმაშენებელზე ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობისთვის 16 სუბიექტის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო.
თბილისის მერიის ცნობით, სუბიექტებს კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ან მათი დემონტაჟი დაევალათ. გარდა ამისა, კაფეების მეპატრონეებმა ბანერებზე ქართული წარწერებიც უნდა განათავსონ.
აღმაშენებლის გამზირზე შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების შესწავლაც მიმდინარეობს.