Home
Category
TV Live Menu

ახალ ბულვარში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში მინიმუმ $40 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

575ad301ae293
BM.GE
10.06.16 18:36
1244
ბათუმის ახალ ბულვარში არანაკლებ 40 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
 
პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე 5 მლნ ლარად შეფასებული ქონება, აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაახლოებით 100%იანი ფასნამატით, 9,3 მლნ ლარად შპს „ორბი ჯგუფ მილენიუმმა“ შეიძინა.

აუქციონის პირობების მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 350 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება. პროექტში პირველ ეტაპზე 300 ადგილობრივი მოქალაქე დასაქმდება.

პროექტის მიხედვით ასევე საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, მათ შორის არანაკლებ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღია ტიპის საცურაო აუზი, ასევე დახურული ტიპის აუზი, სარეკრეაციო ზონა, ღია სათამაშო მოედნები და სხვა ობიექტები მოეწყობა.

როგორც კომპანია ორბის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება.

"მრავალფუნქციური კომპლექსი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში და ამის საშუალებას იძლევა როგორც ლოკაცია, ასევე მისი მიწის ნაკვეთის პარამეტრები და ქალაქს ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი შეემატება.

40 მილიონი დოლარზე გაცილებით მეტის ინვესტირებას ვგეგმავთ, ჯერ-ჯერობით კონკრეტულ ციფრს ვერ დავასახელებ, თუმცა მასთან შედარებით 40 მილიონი მცირე თანხაა", - განმარტავენ კომპანიაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day