საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ საჯარო სხდომაზე შპს „აჭარის წყალის“ სახელზე, შუახევის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ განთავსებულ 178.7 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურზე, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.
ჰიდროელექტროსადგური „შუახევი ჰესი“, 2 ჰიდროაგრეგატით, ექსპლოატაციაში 2017 წელს შევიდა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 178.72 მგვტ-ია, საპროექტო გამომუშავება - 429 მლნ კვტ/სთ.
„შუახევი ჰესი“ სიმძლავრით, საქართველოში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებში რიგით მეოთხე სადგურია.