გარემოს დაცვის მიმართულებით ახალი კადრების მომზადების მიზნით საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) და GIZ-თან თანამშრომლობით შემუშავდა ახალი სამაგისტრო პროგრამა - “გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა,” რომელშიც მონაწილე სტუდენტები მიიღებენ 92%-მდე დაფინანსებას.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება გარემოსდაცვითი მმართველობისა და პოლიტიკის სფეროში, რომლებიც წარმატებით იმუშავებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო, თუ საზოგადოებრივ სექტორში სხვადასხვა კვლევით, აკადემიურ თუ მენეჯერულ თანამდებობებზე, რომელთა ფუნქციებში და მოვალებბეში შედის გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებზე მუშაობა. გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიღებული ცოდნის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ პროფესიულად განვითარდნენ და წარმატებული კარიერა განახორციელონ როგორც საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და კერძო სექტორში, რასაც უზრუნველყოფს სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა.