Home
Category
TV Live Menu

ახალციხეში მდებარე ყველის საწარმო პროდუქციის ექსპორტს გეგმავს

57e544c986940
სალომე მეცხვარიშვილი
25.09.16 10:20
1603
სამცხე ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის რაიონის სოფელ ურაველში მდებარე ყველის საწარმო „წიფორა“ რუსეთში ექსპორტზე გასვლას აპირებს.

როგორც კომპანიის ხელმძძღვანელმა რევაზ კაჭკაჭიშვილმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ამჟამად რუსეთის სურსათის უვნებლობის დეპარტამენტიდან სპეციალურ ნებართვას ელოდებიან, რის შემდეგაც პროდუქციის ექსპორტს დაიწყებენ.

კითხვაზე, რატომ აირჩიეს რუსეთი და არა ევროკავშირი, ან სხვა მეზობელი ქვეყნები, მეწარმე აცხადებს, რომ სხვა მეზობელ ქვეყნებში პროდუქციის შეტანაზე სხვადასხვა ბარიერები არსებობს.

„წიფორას“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში უნდოდათ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გარკვეულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.
ამჟამად „წიფორა“ დღეში 2,5 ტონამდე რძეს ამუშავებს, რომელსაც ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობენ. რევაზ კაჭკაჭიშილის ინფორმაციით, რძეს 6 სოფლის დაახლოებით 500 ფერმერისგან ყიდულობენ.

შპს „წიფორა“ რამდენიმე სახეობის ყველსა და ნადუღს აწარმოებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day