Home
Category
TV Live Menu

ახალციხეში სახელფასო დავალიანებას კომპანია "ჩელიაბინსკტრანსსიგნალი" მომავალი კვირის ბოლომდე დაფარავს

590b41f4c857e
BM.GE
04.05.17 18:59
851
Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი აცხადებს, რომ კორპორაცია სპეციალურ ფონდს შექმნის, სადაც 1 მილიარდი აშშ დოლარი ინვესტიცია განახორციელდება ქვეყანაში სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

CNBC წერს, რომ აღნიშნული ფონდის შესახებ დამატებით ინფორმაციას კუკი არ ამჟღავნებს.

აღნიშნული ფონდის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა კორპორაციის მისამართით გაჟღერებული კრიტიკა იყოს, რომელიც Apple-ის პროდუქციის აშშ-ის ფარგლებს გარეთ არსებულ ქარხნებში აწობას ეხება.

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშების სახელფასო დავალიანებას შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო "ჩელიაბინსკტრანსსიგნალი” მომავალი კვირის ბოლომდე დაფარავს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციიღ, კომპანიისგან ამის პირობა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, პროცესი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და პრობლემას კონტრაქტორი კომპანია უახლოეს დღეებში გადაჭრის.

პროტესტის ნიშნად, გუშინ, 40–მდე მუშა ბათუმი–ახალციხის მაგისტრალზე შეიკრიბა.

ამ მომენტისთვის სამუშაო პროცესი აღდგენილია და პროექტი დადგენილ ვადებში დასრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day