Home
Category
TV Live Menu

"ახალგაზრდა მეწარმის" პროგრამა საქართველოში

BM.GE
14.03.18 16:37
1314
ამ თემით ვეცდებით დაინტერესებულებს დაგეხმაროთ, გასცეთ პასუხი კითხვას - რა აკეთოთ სოფელში, თუ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ და სამეწარმეო იდეებიც გაწუხებთ. მთავრობა და საერთაშორისო დონორები სოფლად მაცხოვრებლების ბიზნეს საქმიანობით დაინტერესებას ისევ ცდილობენ. მართალია, აქამდე სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოქმედი პროგრამების ეფექტიანობა ჯერ არავის გაუზომავს, მაგრამ დახმარების ხელი რეგიონების მაცხოვრებლებისთვის ისევ გაწვდილია. ამჯერად ახალი პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით იწყება, დასათაურებით - ახალგაზრდა მეწარმე. ბიუჯეტი 4 მილიონ 110 ათასი ლარია. ასაკობრივი ცენზი მამაკეცებისთვის 18-დან 35 წლამდე, ქალბტონებისთვის კი - 18-დან 40 წლამდე.

სტუმარი: თორნიკე კაპანაძე - პროექტ "ახალგაზრდა მეწარმის" მენეჯერი

Subscribe to our news

Get the main news of the day