Home
Category
TV Live Menu

ახალი iPhone შესაძლოა სამ წელიწადში ერთხელ გამოვიდეს

5756db8329c3d
BM.GE
07.06.16 18:33
1257
კომპანიამ Apple შესაძლოა ორ წელიწადში ერთხელ iPhone-ის განახლების პოლიტიკას გადახედოს და შუალედი 3 წელიწადამდე გაზარდოს. Nikkei-ის ინფორმაციით, Apple-ის დაგეგმილი სიახლე მცირედი განახლებით გამოვა, iPhone 7 კი 2017 წელს. ახალი ტელეფონის სახელწოდება რომელიც შემოდგომაზე გამოვა სავარაუდოდ, iPhone 6ss იქნება. იაპონური გამოცემის აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება სავარაუდოდ დაკავშირებულია კომპანიის მოთხოვნებთან - ჰქონდეს მეტი დრო ღირებული განახლებების შესაქმნელად.
 
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების ერთ ერთი მიზეზი სავარაუდოდ გაყიდვების შემცირებაც არის. ბოლო ფინანსური კვარტალის მონაცემებით, შემცირებულია გაყიდვები, რაც ჩინეთისა და ამერიკის უმსხვილეს ბაზრებზე iPhone-ზე მოთხოვნის კლებით არის განპირობებული. შესაბამისად ბოლო 13 წლის განმავლობაში, კომპანიის შემოსავლები ამ პერიოდში 13%-ით შემცირდა და 50,6 მილაირდი დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგება 22%-ით შემცირდა და 10,5 მილაირდი დოალრი შეადგინა. Nikkei წერს, რომ Apple-ის ბოლო რამდენიმე პრეზენტაციაც მეტყველებს იმაზე, რომ კომპანია განიცდის იდეების ნაკლებობას და ძირითადად დაკავებულია უკვე მოქმედი მოდელების მცირედი განახლებით. მაგალითისთვის iPhone SE-ს და iPad Pro-ს გამოსვლას ბრენდის ქომაგები საკმაოდ გულგრილად შეხვდნენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day