Home
Category
TV Live Menu

ახალი კანონი ელექტროენერგიისა და გაზის შესახებ

5a2a8cc7e59c0
დავით ჯალაღონია
08.12.17 17:00
725
„ელექტროენერგიისა და გაზის შესახებ“ ახალი კანონის პროექტი პარლამენტს გაზაფხულზე გადაეგზავნება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან იმ სამუშაოზე ისაუბრა, რაც ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციას წინ უძღვის.

„ვმუშაობთ გაზისა და ელექტროენერგიის ახალ კანონზე. უკვე სამი კვირაა, ინტენსიურად ვმუშაობთ ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან. მოხდა პრინციპების და ახალი დეფინიციების გავლა, რაც ჩვენთვის უცხოა ამ ბაზარზე. ახლა გავდივართ კანონის შექმნის მეორე ფაზას. წლის ბოლომდე სამინისტროს პოზიციები შეჯერებული ექნება და შემდეგ კერძო სექტორს გავაცნობთ და მზად ვართ, კითხვა–პასუხის რეჟიმში განვიხილოთ. გვინდა, რომ გაზაფხულზე, საპარლამენტო სესიაზე შევიდეს პარლამენტში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე განმარტებით, ელექტროენერგიის მიმართულებით ახალი ბაზრის სატესტო მოდელის დანერგვა 2019 წლიდან იგეგმება, ბუნებრივი გაზის სექტორში კი – 2020 წლიდან.

Subscribe to our news

Get the main news of the day