გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ახალი სამწლინი პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ დაიწყო, რომელსაც 4 ორგანიზაციის კონსორციუმი ახორციელებს. პროექტმა რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების საშუალება უნდა გააუმჯობესოს და წაახალისოს.