Home
Category
TV Live Menu

ახალი ქართული აპლიკაციით მძღოლებს ევაკუატორის გამოძახება შეეძლებათ

5827241d529f6
BM.GE
12.11.16 18:14
1043

ახალი ქართული აპლიკაციით მძღოლებს ევაკუატორის გამოძახება შეეძლებათ. აპლიკაცია სახელწოდებით SOSo კომპანია iDevelopers-ისა და Flash Studio-ს ერთობლივი პროექტია.

„აპლიკაციაზე მუშაობის პროცესში ჩვენი მთავარი ამოცანა სიმარტივე იყო, რადგან სწორედ ესაა აპლიკაციის უპირატესობა. აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭიროა მობილური ინტერნეტი და location-სერვისი, თუმცა ეს უკანასკნელი უბრლად ამარტივებს საქმეს და მისი ჩართვა აუცილებელი არაა. მომხმარებელი აპლიკაციის პირველად ჩართვისას შეიყვანს ტელეფონის ნომერს, რომელზეც გამოძახების შემდეგ მას ოპერატორი დაუკავშირდება“, - განუმარტეს კომპანიაში „ბიზნესკონტრაქტს“.

ამ ეტაპზე მომხმარებელს კომპანია ჯუბა + -ის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია 24 საათის განმავლობაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day