Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ახალი რეგულაცია დამსაქმებლისთვის - ტვირთის ხელით აწევის უსაფრთხოების რეგლამენტი

BM.GE
10.05.23 09:48
91
საქართველოს მთავრობამ „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. ახალი რეგლამენტის მიხედვით: „დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა“. 

რეგლამენტი გავრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო სივრცეზე. ამასთან, „დამსაქმებელს შეუძლია, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაწესებულების რისკის დონის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წინამდებარე რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი დასაქმებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების მიზნით“. 

სტუმარი: ზურაბ ჩხეიძე - დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
 


Subscribe to our news

Get the main news of the day