Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ახალი რეგულაციები ჯანდაცვის სექტორში - რას ითხოვს კერძო სექტორი?

BM.GE
24.07.23 16:49
63
ჯანდაცვის სექტორი ახალი რეგულაციისთვის ემზადება. 1 სექტემბრიდან ძალაში შედის რეანიმაციის და ქირურგიის ახალი სტანდარტები, რომელიც აწესებს შესაბამის პირობებს მათ შორის რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით, რაც ცვლის სტაციონარის სანებართვო პირობების დღეს არსებულ წესს. ამასთან, 1 აგვისტოდან ძალაში შედის ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები, რითაც იზრდება რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება და იზრდება კლინიკების კონტროლის შესაძლებლობა. ეს ნაწილია იმ აქტუალური თემების, რაზეც ორი დღის წინ მედიცინის დარგის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. რა შენიშვნები აქვს კერძო სექტორს და რამდენად მიიღება დღეს გადაწყვეტილებები მათი ჩართულობის გზით? 

სტუმრები: არჩილ მორჩილაძე - საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების თავმჯდომარე;
ნიკოლოზ ფრუიძე - კონსილიუმ მედულას ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day