ახალი საფინანსო ინსტიტუტი- მიკრობანკები ქართულ ბაზარზე
BM.GE
14.10.21 00:40
• 313
საქართველოს საფინანსო ბაზარზე პირველი მიკრობანკი სავარაუდოდ 2022 წლიდან გაჩნდება. შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა უკვე დაასრულა და ის პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. მიკრობანკების ლიცენზიების შემოღების მთავარი სამიზნე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არიან. რა მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ მათ მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად, რა განასხვავებს მიკრო ბანკს კომერციული ბანკებისგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და ვინ არის მზად სტატუსი შეიცვალოს.