ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სიახლეებზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი სახელმწიფო უნივერსიტეტია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ KIU-მ სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, ამ მცირე დროში მან უკვე შეძლო სახელმწიფო უნივერსიტეტების რეიტინგის სათავეშიც მოქცეულიყო.
საინტერესოა ის შეფასებები, რაც უნივერსიტეტისადმი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კეთდება. 2021 წლის მონაცემებით KIU მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ აღიარებული იქნა, როგორც ყველაზე მზარდი და პროგრესული საგანმანათლებლო ჰაბი რეგიონში.
სწორედ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, მიმდინარე წელს KIU კიდევ ერთ სიახლეს გვთავაზობს და აცხადებს სტუდენტების მიღებას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“. რა შესაძლებლობას იძლევა პროგრამა სტუდენტებისთვის?
სტუმრები: მაგდა მაღრაძე - KIU-ს კანცლერი;
ნათია ზედგინიძე - KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი