შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარებისა და შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით მთავრობა მიმდინარე წლიდან ახალ სახელმწიფო პროგრამას იწყებს.
შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარება, შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის ინსტიტუციონალიზაცია, საჭიროებიდდან გამომდინარე დამატებითი კვლევების ჩატარება და შესაბამისი საინფორმაციო ნაკადების იდენტიფიცირება. ასევე სისტემის მომხმარებლებისთვის ანგარიშის მომზადება და საინფორმაციო აქტივობების ორგანიზება - ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომელიც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
პროგრამის სამიზნე ჯგუფში შედიან, როგორც სამუშაოს მაძიებლები, ისე ბიზნესსუბიექტები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამას ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი განახორციელებს. დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტში 375 000 ლარითაა განსაზღვრული