Home
Category
TV Live Menu

"ახალი ტრენდი, რაც გვაქვს ტექნოლოგიების მიმართულებით, იძლევა შესაძლებლობას, მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ ქვეყანაში"

58cfad5d20539
BM.GE
20.03.17 14:20
1219
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადევბით, დღეს საქართველო არის ლიდერი ქვეყანა რეგიონში იმ ბიზნესგარემოთი, როგორი ბიზნესგარემოც ჩვენთან არის შექმნილი. ამის შესახებ მან ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმზე განაცხადა.

"ყველას მოხესენება, ბიზნესის კეთების სიმარტივე, როგორიც ჩვენთან არის. ჩვენ ვართ მე-16 ადგილზე მსოფლიოს 198 ქვეყანას შორის. ასევე, მინდა აღვნიშნო მიმზიდველობა ჩვენი ქვეყნის, ტრადიციულ მიმართულებებში - ენერგეტიკა, ტურიზმი, აგრომიმართულება, ძალიან კარგად ვითარდება უძრავი ქონების სექტორი, საფინანსო სექტორი. მე მგონია, რომ ყველა ამ მიმართულებით გამორჩეული ქვეყანა ვართ ფართე რეგიონში. ასევე, ის ახალი ტრენდი, რაც გვაქვს ტექნოლოგიების მიმართულებით, იძლევა შესაძლებლობას, რომ უფროდაუფრო მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ ქვეყანაში.

უნდა გავუსვა ხაზი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს - ეს არის ევროპასთან, დსთ-სთან და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. მთლიანობაში ეს არის 2,3 მილიარდიანი ბაზარი.

ასევე ის სტრატეგიული მდებარეობა არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომლის გამოც უნდა მოვიდნენ ჩვენთან ინვესტორები",- აცხადებს ქუმსიშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day