Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ახალი ვალდებულება სამშენებლო კომპანიებისთვის - #Escrow​ ანგარიში - მალხაზ კუნელაური ანალიტიკაში

BM.GE
05.03.21 15:55
454
მთავრობა დეველოპერულ საქმიანობაში Escrow ანგარიშის დანერგვის ხელშეწყობას გეგმავს, - ამის შესახებ ანტიკრიზისულ გეგმაშია ნათქვამი, რომელიც მშენებლობას და დეველოპმენტს ეხება.

ეს არის საბანკო ანგარიში, სადაც დეველოპერმა საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის თანხის არანაკლებ 20% უნდა განათავსოს. კონკრეტულად, უძრავი ქონების შეძენისას, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხების ნაწილი ESCROW ანგარიშზე გროვდება და მშენებელს მხოლოდ სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას, ან დასრულების შემდეგ შეუძლია ამ ანგარიშის გამოყენება.

დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არანაკლებ 20% - ის Escrow ანგარიშის გამოყენებით რეალიზაციის ვალდებულება უკვე ამ წლიდან უნდა ამოქმედდეს. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ მსხვილ, პირველი და მეორე კატეგორიის კომპანიებზე, რომელთა ბრუნვა შედარებით მაღალია.

მთავრობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მომხმარებლებს, უძრავი ქონების დაუსრულებლობის რისკებისგან დააზღვევს. რამდენად დგას დღეს დღის წესრიგში ეს საკითხი პანდემიურ წელს და რა მოლოდინი აქვს ბიზნესს?

სტუმარი: მალხაზ კუნელაური - “რედკოს” დირექტორი





Subscribe to our news

Get the main news of the day