Home
Category
TV Live Menu

ახალზელანდიური რადიო: ნაურუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო ამერიკის ფინანსურ დახმარებას კარგავს

5913156be8e7c
BM.GE
10.05.17 17:23
896
ნაურუ ამერიკის ფინანსურ დახმარებას კარგავს - ამის შესახებ ახალ ზელანდიური ვებ-გვერდი Radionz წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიზეზი ისაა, რომ ნაურუ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს. აქვე აღნიშნულია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია და საქართველოს ეკუთვნის. აქტი კრძალაბს იმ ქვეყნების ფინანსურ მხარადჭერას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვეყენბათ აღიარებს.

გამოცემა აცხადებს, რომ ამერიკა მთავარი კონტრიბუტორია იმ ორგანიზაციების, რომლებიც ნაურუს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ, ესენია: აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა ფონდი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ა.შ.

Subscribe to our news

Get the main news of the day