Home
Category
TV Live Menu

"ახლა ჩვენ სამართლიანი სასამართლო სისტემა გვჭირდება"

5a55eeef27225
BM.GE
10.01.18 14:43
891
უკრაინის პრემიერი ვოლოდიმირ გროისმანი  ქართულ Forbes-თან  ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანას სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა სჭირდება. ქვეყნის პრემიერის განცხადებით, ცოტა ხნის წინ უკრაინაში უზენაესი სასამართლო სისტემა ჩამოყალიბდა, რამაც სასამართლოს ქვედა რგოლის განვითარებასაც უნდა შეუწყოს ხელი.

„უმკაცრესია კანონმდებლობა, უმკაცრესი მოთხოვნებია ჩინოვნიკების მიმართ. მიმდინარეობს სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება, სულ ახლახან მოხდა უზენაესი სასამართლოს ჩამოყალიბება. კარგია ეს თუ ცუდი? მე ვფიქრობ, კარგია. როგორ გაართმევენ საქმეს თავს? ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან იქ ახალი მოსამართლეები არიან. მე ძალიან მინდა, რომ მათ განსაჯონ სამართლიანად და დამოუკიდებლად. როგორც კი განსხვავებული და სამართლიანი უზენაესი სასამართლო იქნება ქვეყანაში, სასამართლო ინსტიტუტის ქვედა რგოლებში სულ სხვა სიგნალი წამოვა.

პირველი ელემენტი კანონმდებლობაა, მეორე - ანტიკორუფციული უწყებები და ახლა ჩვენ გვჭირდება სამართლიანი სასამართლო სისტემა. მე უნდა აღმოვფხვრა ყველა შესაძლო ხარვეზი, რაც კორუფციის წყარო შეიძლება იყოს. მე ერთს არ შემიძლია ამის გაკეთება, ამისთვის პარლამენტის, პრეზიდენტის, უმრავლესობისა და სხვა ფრაქციების, რომლებსაც მომავლის სჯერათ, კონსოლიდირებული პოზიცია უნდა იყოს”, - ამბობს უკრაინის პრემიერი.

Subscribe to our news

Get the main news of the day