სექტემბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა და 4 067 ერთეული შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 5 887,6 მლნ ლარი შეადგინა.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 17,7%-ით გაიზარდა.
სექტემბერში ექსპორტმა 257.5 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 684.8 მლნ დოლარი შეადგინა.