Home
Category
TV Live Menu

ახმეტაში ეთერზეთებისა და ცხოველების საკვების მწარმებელი ქარხანა ამოქმედდება

5a269b1b1ddf4
სალომე მეცხვარიშვილი
06.12.17 10:25
1043
ახმეტაში ეთერზეთებისა და ცხოველების საკვების მწარმებელი ქარხანა ამუშავდება. საწარმოებს ახალ წლამდე კომპანია "აგროარომა" გახსნის, რომელის გასულ წელს სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა.

კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ნაცვლიშვილი საქმის კურსთან აცხადებს, რომ ეთერზეთები ექსპორტზე ევროპაში გავა, ცხოველების საკვები კი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე დარჩება. თუმცა, არ არის გამორიცხული საკვები მეზობელ სომხეთშიც გავიდეს. რა ბრენდის ქვეშ გაიყიდება ცხოვლების საკვები საქართველოში ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ბიზნესმენის თქმით, ადგილზე ნახევარი მილიონი დოლარზე მეტი ჩაიდო და ქარხნის ამუშავების შემდეგ ადგილზე 70-მდე ადამიანი დასაქმდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day