თბილისის ერთ–ერთ ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში, გ. ახვლედიანის ქუჩა N22-ში მდებარე 1269 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირობიან ელექტრონულ აუქციონზე სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით კიდევ ერთხელ გამოიტანეს.
შეგახსენებთ, რომ აპრილში აუქციონში გამარჯვებულიც გამოვლინდა, თუმცა, საბოლოოდ, მასთან ხელშეკრულება არ გაფორმდა.