აზარაშვილი VS ფარმაბიზნესი - ვის რა არგუმენტები აქვს?
ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებები იგეგმება - ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელ ბრალდებას კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ მატებასთან მიმართებით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია ეხმაურება. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, იქამდე სანამ მოკვლევა არ დასრულდება რაიმე ტიპის ჰოლდინგურ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, მისი თქმით, ცალკეულ კომპანიებს კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასის დადგენა თავისუფლად შეუძლიათ და ამის შემზღუდავი მექანიზმი არ არსებობს.








