აზარტული თამაშების ბიზნესი: TOP ონლაინ - კაზინოები
BM.GE
03.03.23 16:24
• 115
ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის შეზღუდვები ამოქმედდა, სულ ქვეყანაში 1.5 მილიონამდე ადამიანს აქვს თამაში აკრძალული. ამ აკრძალვის შემდეგ 2022 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა და 79.9 მილიონი ლარი შეადგინა. რეგულაციის ამოქმედებამდე, აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. აკრძალვის ამოქმედებამდე, მაგალითად, 2021 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლებში აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 14.3 მილიონი ლარი შეადგინა. როგორი იყო გასული წელი სათამაშო ბიზნესისთვის ჯერ უცნობია. კომპანიები ფინანსურ ანგარიშებს შემოდგომაზე გამოაქვეყნებენ, თუმცა მანამდე ქართულმა ფორბსმა ონლაინ კაზინოების ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბაზარზე 5 ძირითადი მოთამაშეა. რა ფინანსური მაჩვენებლებით შეხვდნენ კომპანიები რეგულაციებს?