Home
Category
TV Live Menu

აზარტული თამაშებისთვის აჭარას უცხოელი ტურისტების 9,1% სტუმრობს

5836b28707775
BM.GE
24.11.16 13:25
991
აზარტული თამაშებისთვის აჭარას უცხოელი ტურისტების 9,1% სტუმრობს. ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი, რომელიც 2016 წლის აპრილ-ივნისში ჩატარდა.

კვლევამ აჩვენა, რომ აჭარაში ვიზიტის ძირითადი მიზანი ტურისტების უმრავლესობისთვის 55,7%-ისთვის ღირსშესანიშნაობების და ბუნების მონახულება იყო.

შემდეგ მოდის აზარტული თამაშები, შემდეგი კი - 8,6%-ით ტრანზიტია სხვა ქვეყანაში გადასასვლელად. ამ პერიოდში გამოკითხული უცხოელი ტურისტების 5,9% აჭარას დასვენებისა და რეკრეაციისთვის ეწვია.

პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობისა და შოპინგისთვის აჭარაში უცხოელი ტურისტების მხოლოდ 3,1% ჩავიდა.

კვლევის შედეგად, 909 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვებამდე გამოიკითხა. 

Subscribe to our news

Get the main news of the day