Home
Category
TV Live Menu

აზერბაიჯანი და ირანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისთვის სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

575d7e48da8d8
BM.GE
12.06.16 19:20
1098
ირანი და აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი რკინიგზის (Rasht-Astara) ასაშენებლად 500 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, - ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებაზე დაყრდნობით, წერს Trend.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამჟამად მხარეები სესხის დამატებით პირობებს განიხილავენ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მაისში ირანში იმყოფებოდა, რომელიც რკინიგზის ასაშენებელ პროექტს გაეცნო. ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი აღნიშნული პროექტისთვის 500 მილიონ დოლარს გამოყოფს.

რკინიგზის Rasht-Astara მონაკვეთის მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

“სარკინიგზო პროექტის დასრულება 3-4 წლის მანძილზე იგეგმება, მაგრამ ეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზეა დამოკიდებული“ - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

რკინიგზა Rasht-Astara “ჩრდილოეთ-სამხრეთის" სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. პირველ ეტაპზე რკინიგზით წელიწადში 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვაა დაგეგმილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day