Home
Category
TV Live Menu

აზერბაიჯანი ფულად გზავნილებზე გადასახადის დაწესებას გეგმავს

569e056e77562
BM.GE
19.01.16 13:40
1413
აზერბაიჯანი ფულად გზავნილებზე 20%-იანი გადასახადის დაწესებას გეგმავს. გადასახადი 50 ათას დოლარს ზევით გზავნილს შეეხება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საკანონმდებლო ცვლილება არ შეეხება სამკურნალო, საგანმანათლებლო და სასამართლო გზავნილებს.
 
გასული წლის დეკემბერში, აზერბაიჯანმა ეროვნული ვალუტის, მანათის მცურავ კურსზე გადასვლა გადაწყვიტა, მსოფლიოში ნავთობის გაუფასურების და მისი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის, რუსეთის ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ბოლო თვეში მანათმა აშშ დოლარის მიმართ თავისი ღირებულების 33% დაკარგა, ქვეყანამ კი სავალუტო რეზერვების ნახევრაზე მეტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day