Home
Category
TV Live Menu

"აზერბაიჯანი ირანთან ელექტროენერგიის გაცვლისთვის ტექნიკურად მზად არის"

579a090dedf34
BM.GE
28.07.16 17:21
1268
"აზერბაიჯანი ე.წ. "ჩრდილოეთი-სამხრეთის" დერეფნის ენერგეტიკული პროექტის ფარგლებში, რუსეთთან და ირანთან ენერგეტიკული სისტემების გასაერთიანებლად ტექნიკური თვალსაზრისით, სრულიად მზად არის“-აცხადებს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი.
 
მინისტრის განცხადებით, სამივე ქვეყანა აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად მოლაპარაკებებს აგრძელებს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მომდევნო სამმხრივი შეხვედრა საკითხზე მოსკოვში გაიმართება.

პროექტის შედეგად, ირანი წელიწადში დამატებით 600-700 მეგავატ ელექტროენერგიას მიიღებს.

"ჩრდილოეთი-სამხრეთის" ენერგოსატრანსპორტო დერეფნით, ელექტროენერგიის ექსპორტი რუსეთიდან აზერბაიჯანში და შემდეგ ირანში განხორციელდება.

აზერბაიჯანსა და ირანს შორის ელექტროენერგიის გაცვლის ურთიერთგაგების მემორანდუმი გასული წლის დეკემბერში იქნა ხელმოწერილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day