Home
Category
TV Live Menu

აზერბაიჯანი მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან თავისუფალ სავაჭრო ზონებს შექმნის

582d4ba427503
BM.GE
17.11.16 10:16
1050
აზერბაიჯანი მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან თავისუფალი ვაჭრობის ზონების (FTA) შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ ბაქოში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით "ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, აზერბაიოჯანის ელექტროენერგიის და განახლებადი ენერგიის წყაროების“ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ზაურ ჰასანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი პორექტების განხორციელება აზერბაიჯანიდან ტვირთების გადაზიდვის მოცულობას მკვეთრად გაზრდის.

"კონკრეტულად, საუბარი ამ პროექტებზე ჯერ ნაადრევია. თავიდან ბაქოს პორტის ირგვლივ თავისუფალი სავაჭრო ზონები შიიქმნა და მათი ამოქმედებაა საჭირო. ამ პროექტის წარმატება ჩვენ გამოცდილებასა და ბაზას მოგვცემს. ჩვენ შევძლებთ, რომ მეზობელ ქვეყნებს საზღვრებზე თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნისკენ მოვუწოდოთ. მაგალითად, ირანს, რუსეთს და სხვა ქვეყნებს, რის შედეგადაც ტვირთბრუნვა გაიზრდება“, - განაცხადა ჰასანოვმა. მანვე დასძინა, რომ აღნიშნული პროექტი სამომავლო პერსპექტივაში განიხილება.

Subscribe to our news

Get the main news of the day