Home
Category
TV Live Menu

"აზერბაიჯანი მზადაა, საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციები შეიძინოს"

583d1d7fb7179
BM.GE
29.11.16 10:14
1539
აზერბაიჯანი მზადაა, საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციები შეიძინოს,- ამის შესახებ აზერბაიჯანული საიტი Trend.az იტყობინება.

გამოცემა Socar Georgia-ს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Socar მზადაა, განიხილოს აქციების შესყიდვის საკითხი, თუ საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციების გაყიდვის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება.

„ამჟამად არაფერ კონკრეტულზე საუბარი არ შეგვიძლია. თუ საკითხი აქციების გაყიდვაზე დაანონსდება ოფიციალურად, მზად ვართ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ“,- განუცხადა გამოცემას წყარომ.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კკვირიკაშვილმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, გაყიდოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების 25%. საუბარია „საქართველოს რკინიგზასა“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაციაზე“.

"ბიზნესკონტრაქტი" ამ საკითხზე "სოკარ ჯორჯიას" უკავშირდება, თუმცა, მათთან კონტაქტზე გასვლა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day