აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნოს დაკვეთით ორი უნიკალური ბორანი აშენდება, ამის შესახებ ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა - აღნიშნავს საერთაშორისო სააგენტო ’’ნოვოსტი-აზერბაიჯანი“ ( НОВОСТИ-АЗЕРБАЙДЖАН).
სააგენტოს ინფორმაციით, კონტრაქტს კასპიის ზღვის სანაოსნოს თავმჯდომარემ რაუფ ველიევმა და ბაქოს გემთმშენებელი ქარხნის გენერალურმა მენეჯერმა კი ჩონ ლამ მოაწერეს ხელი.
ვალიევმა ახალი პროექტის შესახებ დააანონსა და აღნიშნა, რომ უკვე წელიწადზე მეტია, რაც სანაოსნოში ახალი გემების კონცეფციას განიხილავენ, რომლებსაც როგორც ვაგონების, ისე სატვირთო ავტომობილების (TIR) გადაზიდვის საშუალება ექნებათ. წყლის დონისა და კასპიის ზღვაში არსებული ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ესკიზები და საბორნე პროექტი Ro-Pax შემუშავდა, რომელიც 100 მგზავრს, 56 ვაგონს და სატვირთო ავტომობილებს დაიტევს.
აღნიშნული პროექტი 132 მილიონი მანათით შეფასდა, - გადმოცემულია ანგარიშში.