Home
Category
TV Live Menu

"აზერბაიჯანი, საქართველო და ირანი სპარსეთის ყურიდან და ინდოეთიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვას განიხილავენ"

5936965e577b7
BM.GE
06.06.17 18:30
890
აზერბაიჯანი, საქართველო და ირანი სარკინიგზო გადაზიდვების საკოორდინაციოდ სამუშაო ჯგუფს შექმნიან. ამის შესახებ "აზერბაიჯანის რკინიგზა" იუწყება.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება თბილისში სამი ქვეყნის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტლება,შეიუმუშაონ საკონტეინერო მარშრუტი - ფოთი/ბათუმი -ასტანა- ფოთი/ბათუმი; სამომავლოდ კი გაზვინი - თეირანი/ბანდარი - აბასი-გაზვინის მიმართულებით.

"რკინიგზის ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზღვაო გადაზიდვების ფასების ოპტიმიზაციისთვის მოლაპარაკებები საზღვაო გადამზიდავებთან აწარმოონ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სატვირთო გადაზიდვების საკითხი სპარსეთის ყურიდან და ინდოეთიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში“,-წერს აზერბაიჯანული მედია.

Subscribe to our news

Get the main news of the day