Home
Category
TV Live Menu

აზერბაიჯანი საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებას გაზრდის

5a718e9cbc577
BM.GE
31.01.18 13:37
885
2018 წელს საქართველო აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტის 2.679 მილიარდ კუბური მეტრამდე გაზრდას გეგმავს,- აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანულ მედიასთან SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰინ მამედოვმა განაცხადა.

მამედოვის განმარტებით, 2017 წელს აზერბაიჯანმა საქართველოს 2.2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. მანვე დასძინა, რომ აზერბაიჯანის გაზი საქართველოს ორი გაზსადენის საშუალებით მიეწოდება: სამხრეთ-კავკასიური მილსადენით და აზერბაიჯანის მთავარი მაგისტრალური გაზსადენით.

"2018 წლისთვის საქართველოს ბუნებრივი აირის ბალანსში აღარ არსებობს რუსული გაზი, ამიტომ აღნიშნული მოცულობები აზერბაიჯანული იმპორტით უნდა ჩანაცვლდეს“, - აცხადებს SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ 2016 წელს საქართველოში 1.32 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა.

Subscribe to our news

Get the main news of the day