Home
Category
TV Live Menu

აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ვალუტის გადაცვლაზე კონტროლი გაამკაცრა

568e36a8c1baa
BM.GE
07.01.16 13:54
1167
აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ვალუტის გაცვლაზე კონტროლი გაამკაცრა. ახალი წესების მიხედვით 500 დოლარზე მეტის კონვერტაციისთვის მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დასჭირდება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ახალი წესები ძალაში 6 იანვარს შევიდა და ის უცხოური ვალუტების გაცვლას ქვეყანაში არსებულ ადგილობრივ და უცხოურ ბანკებში ამკაცრებს.
 
„ბანკებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ გაცვლითი კურსი და ის დღის განმავლობაში შესაძლოა იცვლებოდეს. ცენტრალური ბანკის აუდიტის სამსახური ვალუტის გადამცვლელი ოფისების შემოწმებას წელიწადში მინიმუმ ერთხელ განახორციელებს“, - ნათქვამია აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day