აზერბაიჯანულმა სახელმწიფო ფონდმა "სოფაზმა" წლის დასაწყისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის 630 მილიონი დოლარი გამოყო. თანხა მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად დაიხარჯა.
ბაქო_თბილისი_ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.
Sofaz-ის ინფორმაციით, 2016 წელს პროექტისთვის 41,9 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანის-საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებების შეთანხმებით შენდება. მისი ექსპლოატაციაში შესვლა 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.