Home
Category
TV Live Menu

აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და საქართველომ გადაზიდვებზე ტარიფების შემცირების საკითხი განიხილეს

57bd73fa3fcaf
BM.GE
24.08.16 13:30
1023
აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელობამ ასტანაში მსხვილ ტვირთგადამზიდავ კომპანიებთან ტარიფების შემცირების საკითხი განიხილეს. ყაზახეთის რკინიგზის ინფორმაციით, საუბარი ეხებოდა ტარიფის შემცირებას მეტალურგიულ პროდუქციაზე, მარცვლეულზე, ნავთობზე, ასევე საკონტეინერო გადაზიდვებზე.

"ჩვენ მზად ვართ საექსპორტო და საიმპორტო საქონლის ტრანსპორტირებისთვის კარგი პირობების შესათავაზებელად. წლის ბოლოსთვის გავხსნით პირდაპირ გზას საქართველოს გავლით თურქეთთან. შესაბამისად გვექნება წვდომა თურქეთის სამხრეთში არსებულ პორტებთან, ჩრდილოეთ აფრიკასა და არაბულ ქვეყნებთან“, - განაცხადა “აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელის მოადგილემ.

"შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზებთან და გადამზიდავ კომპანიებთან პირდაპირი კავშირის დამყარება ტვირთის გადაზიდვისას წარმოქმნილი პრობლემების ეფექტური და სწრაფი მოგვარების საშუალებას იძლევა“, - ნათქვამია ყაზახეთის რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day