Home
Category
TV Live Menu

აზერბაიჯანში 4 ბანკს ლიცენზია შეუჩერეს

5791bb7baa9d0
BM.GE
22.07.16 10:15
1233
აზერბაიჯანში 4 ბანკს ლიცენზია შეუჩერეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საფინანსო ზედამხედველობის ორგანომ მიიღო. აზერბაიჯანში ფუნქციონირების ლიცენზია ჩამოერთვა „დეკაბანკს“, „კრედობანკს“, „პარაბანკს“ და „ზამინბანკს“.

„ბანკების არსებული აქტივები არ იყო შესაბამისობაში აზერბაიჯანის არსებულ კანონმდებლობასთან. მათ არ შექმნეს ადეკვატური რეზერვები და ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ მინიმალურ მოთხოვნას, (50 მილიონი მანათი)“, - ნათქვამია განცხადებაში რომელსაც მარეგულირებელი ავრცელებს.

წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში ლიცენზია უკვე 11 ბანკს შეუჩერდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day