Home
Category
TV Live Menu

აზერბაიჯანში ცუდი აქტივების მქონე ბანკებისთვის ცალკე სტრუქტურის შექმნის ინიციატივით გამოდიან

57b6df32cb53f
BM.GE
19.08.16 14:19
1003
ბოლო ერთ წელიწადში აზერბაიჯანში ფუნქციონირება 10-ზე მეტმა ბანკმა შეწყვიტა. ექსპერტების აზრით, აზერბაიჯანში შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ცალკეული სტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც სხვა ბანკების პრობლემური აქტივების გამოსყიდვას შეძლებს.

კერძოდ, აზერბაიჯანის ბანკების ასოციაციის (ABA) ასოციაციის პრეზიდენტი და Rabitabank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევენ, რომ მსგავსი ორგანიზაცია ქვეყანის საბანკო სექტორში პრობლემური აქტივების შემცირებას შეუწყობდა ხელს და მგავსი რესურსებით მართვის ოპტიმიზაციას განახორციელებდა.

“ასეთი სტრუქტურას შეუძლია იმოქმედოს, როგორც ცუდი აქტივების ბანკის ფორმატში, ისე სხვა ფორმითაც. პრობლემური აქტივების მართვის საკმარისი გამოცდილება აქვს არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციას Agrarkredit. აღნიშნული ღონისძიება შესაძლოა ფინანსური გაჯანსაღების პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს“- აღნიშნა ზაჰირ ნურიევმა.

ქვეყნის უმსხვილესი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Agrarkredit-ი აზერბაიჯანში 2011 წლიდან მოქმედებს და მაშინ 2000 წლების დასაწყისში ის პირველი იყო, ვისაც ცუდი აქტივების მართვა დაევალა. მას, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სამი ბანკის “სბერბანკის“, "სამრეწველო და საინვესტიციო ბანკისა" და "სასოფლო ბანკის“ პრობლემური კრედიტები გადაეცა სამართავად და მათი აქტივების აღდგენის საფუძვლის ბაზაზე "ერთიანი უნივერსალური სააქციო ბანკი“ დაარსდა (ამჟამინდელი Kapital Bank-ი). სახელმწიფომ გარანტიის სახით აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად სამი მილიარდი მანათის ფასიანი ქაღალდები გამოსცა.
მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ხელისუფლება ვერ ხედვას იმის აუცილებლობას, რომ Agrarkredit-ი ვალებისა და პრობლემური აქტივების მართვის სააგენტოდ გადაიქცეს.

Trend.az wers, rom ასეთი სტრუქტურა შესაძლოა აზერბაიჯანის სადაზღვევო ანაბრების ფონდის (ADIF) ქოლგის ქვეშ შეიქმნას, რადგან მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება. მითუმეტეს, რომ აღნიშნულ ფონდს პრობლემური აქტივების მართვის საკმარისი გამოცდილება აქვს.

აზერბაიჯანში პრობლემური აქტივების სამართავი სტრუქტურის შექმნას საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის ფინანსური ორგანიზაციების დირექტორი დიმიტრი ვასილიევიც ეთანხმება.

ამჟამად აზერბაიჯანში 33 ბანკია წარმოდგენილი. ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ კიდევ ორი ბანკის გაკოტრების შესახებ გახდა ცნობილი. „კავკასიის განვითარების ბანკის“ შვილობილი სს კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო თბილისში დაფუძნდა 2013 წელს. ბანკი წარმოადგენს სს კავკასიის განვითარების ბანკის (ქ. ბაქო, აზერბაიჯანი) თბილისის ფილიალის სამართალმემკვიდრეს, რომელიც შეიქმნა 1999 წელს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი მიიღო გადაწყვეტილება სს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო" - ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე

Subscribe to our news

Get the main news of the day