Home
Category
TV Live Menu

"აზერბაიჯანში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებზე არ იმოქმედებს"

57f79a47437a9
BM.GE
07.10.16 16:50
950
"აზერბაიჯანში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ აღნიშნული არ იმოქმედებს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებსა და ბრუნვაზე“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მედია დაინტერესდა, რამდენად შეეხება ქართულ პროდუქციას აზერბაიჯანის მიერ ზოგიერთი სახეობის პროდუქციის იმპორტზე საბაჟო განაკვეთების გაზრდის გადაწყვეტილება.

"ჩვენ აზერბაიჯანთან გაგვაჩნია ორმხრივი და მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. შესაბამისად, ამ შეთანხმებების მიხედვით, საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციაზე ექსპორტის და იმპორტის გადასახადი არ გაიზრდება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day