Home
Category
TV Live Menu

აზერბაიჯანული კომპანია ქუთაისში ფარმაცევტულ საწყობს აშენებს

57580e0fbc563
ელენე გოგბერაშვილი
08.06.16 16:17
1749
ქუთაისში "ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში" ფარმაცევტული პროდუქციის საწყობი შენდება. "თიზის" მენეჯმენტმა ოპერირების შესახებ აზერბაიჯანულ კომპანიასთან, რომელიც ბაზარზე "ვექტორ გრუპის" სახელით დარეგისტრირდა, ხელშეკრულება უკვე გააფორმა. როგორც ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, აზერბაიჯანული ინვესტიციით თიზში ფარმაცევტული საწყობი უახლოეს პერიოდში აშენდება და ფუნქციონირებას წლის ბოლოდან დაიწყებს.  კომპანია საქართველოში მედიკამენტების იმპორტს, სამომავლოდ კი ექსპორტზე გატანას გეგმავს.
 
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ოფიციაურად გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა. ამ დროისთვის თიზში ჩინური, აზერბაიჯანული და უკრაინული 12-მდე კომპანია ოპერირებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day