აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი SOFAZ რუსულ VTB-ში წილის გაზრდა არ გეგმავს. როგორც აზერბაიჯანული მედია SOFAZ-ზე დაყრდნობით წერს, ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რათა შეამციროს სახელმწიფოს წილი ბანკის საწესდებო კაპიტალში 42 პროცენტამდე.
SOFAZ-ის წილი რუსულ ბანკში ამ ეტაპზე 2,9 პროცენტია, რისთვისაც მან 500 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ამ ეტაპზე VTB ბანკი აზერბაიჯანში შვილობილი ბანკით არის წარმოდგენილი.