Home
Category
TV Live Menu

აზერბაიჯანულმა კომპანიამ საქართველოში 15.3- მილიონიანი ტენდერი მოიგო

599bcda899f4a
BM.GE
22.08.17 11:07
941
აზერბაიჯანული სააგენტო Abc-ის ცნობით, აზერბაიჯანულმა საჯარო სააქციო საზოგადოებამ "საინვესტიციო კორპორაცია Akkord Senaye Tikinti" საქართველოში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანულმა კორპორაციამ ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი მოიგო.

"პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ არის დაფინანსებული, ხოლო ტენდერის ღირებულება 15.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს ", - ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ძირითადი სამუშაოები ფოლადის და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, მაღალი წნევის მილსადენის და წყლის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას, მიწის სამუშაოებს და ასფალტის საფარის აღდგენას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის მოსახლეობას წყალი დღემდე სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივი მცხოვრებლები 24 საათიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day