Home
Category
TV Live Menu

აზიის განვითარების ბანკი პროექტის "ჩრდილოეთ-სამხრეთი" $200 მილიონით დაფინანსებას განიხილავს

57b2c62b33e1d
BM.GE
16.08.16 11:41
1174
აზიის განვითარების ბანკმა "ჩრდილოეთ-სამხრეთის“ პროექტისთვის შესაძლოა $200 მილიონი გამოყოს. ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თანხა მოხმარდება აზერბაიჯანის სარკინიგზო სექტორის განვითარებას.

საკითხს ბანკი დეკემბერში განიხილავს, რის შემდეგაც გადაწყდება დაამტკიცებს თუ არა 200 მილიონი დოლარის მოცულობის სესხს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თანხა უმეტესად მიმართული იქნება ბაქო-იალამას მონაკვეთის განვითარებისკენ.

პროექტით 441 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

დერეფანი „ჩრდილოეთ-სამხრეთი“ აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის რკინიგზას ერთმანეთთან დააკავშირებს. პირველ ეტაპზე, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნით, ყოველწლიურად, ხუთი მილიონი ტონა ტვირთის გადატანა იგეგმება.

Subscribe to our news

Get the main news of the day