Home
Category
TV Live Menu

აზიის განვითარების ბანკის მისია საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების სისტემაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

583808633d35f
BM.GE
25.11.16 13:45
1004
ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მისია იმყოფება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ADB-ის მისია გაეცნო წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მიერ რეგიონებში ფინანსდება. საფინანსო ინსტიტუტის დელეგაციამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ურეკში, ზუგდიდში, ანაკლიასა და ქუთაისში მშენებარე სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებებიც მოისმინა.

ასევე, დელეგაციის წევრებმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და უცხოელი საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, დღემდე ჩატარებული სამუშაოების ეფექტურობა, პრობლემური საკითხები და პროექტით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპებიც განიხილეს.

საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აზიის განვითარების ბანკმა საერთო ჯამში 500 მილიონ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day