აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუზარდა. 2016 წლის უახლესი ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5%-ით არის გაზრდილი და 3%-ს შეადგენს. 2017 წლისთვის კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-დან 4%-მდეა გაზრდილი.
ცენტრალური აზიის რეგიონში, ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იგივე დატოვა სომხეთსთვის - 2%, უზბეჯეთისთვის 6,9%, ტაჯიკეთისთვის - 3,8%, ყირგიზეთსთვის - 1%. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ADB-მ შეუმცირა აზერბაიჯანს. ბანკი ქვეყანაში ეკონომიკურ სტაგნაციას 2,5%-ზე ელოდება. ხოლო თურქმენეთში წელს 6,5%-ის ნაცვლად 5,5%-იან ზრდას ელოდებიან.